Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სანდრო გირგვლიანის საქმეზე ბრალდება წარედგინება კიდევ რამდენიმე პირს


სანდრო გირგვლიანის სიცოცხლის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის საქმეზე უახლოეს დღეებში ოფიციალური ბრალდება წარედგინება კიდევ რამდენიმე პირს, მათ შორის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ დირექტორს დათა ახალაიას - ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა თბილისის პროკურორმა მაია მწარიაშვილმა. ამავე საქმეზე პროკურატურამ ბრალდებულად 24 ივნისს ცნო საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი. პროკურატურის განცხადებით, მერაბიშვილი ბრალდებულია ”სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, რაც გამოიხატა მის მიერ ჩადენილ განზრახ ქმედებათა ერთობლიობაში.”
XS
SM
MD
LG