Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაბულში მოკლეს პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმის ყველა მონაწილე


ქაბულში ავღანეთის უშიშროების ძალებმა პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმა მოიგერიეს და, ცნობების თანახმად, ყველა თავდამსხმელი მოკლეს. ქაბულის პოლიციის უფროსის მოადგილე დაუდ ამინის ინფორმაციით, პრეზიდენტის სასახლის ჭიშკარს დღეს დილით მიუახლოვდა ორი ავტომანქანა, რომელშიც ისხდნენ პირები ნატოს განმასხვავებელი ნიშნებით. მცველებმა პირველი ავტომანქანა გაატარეს, მაგრამ როცა მეორე ავტომანქანაში მყოფთა გამოკითხვას შეუდგნენ, სროლა დაიწყო და ერთ-ერთი მანქანა აფეთქდა. ავღანელი ოფიციალური პირების ცნობით, შეტაკების შედეგად ოთხი თავდამსხმელი და პრეზიდენტის გვარდიის სამი წევრი დაიღუპნენ. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თალიბანის პრესმდივანმა იკისრა. ინციდენტი პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის პრესკონფერენციის დაწყებამდე მოხდა. ახლოსვე მდებარეობს ავღანეთის თავდაცვის სამინისტრო და ყოფილი სასტუმრო „არიანა“, რომელშიც განთავსებულია ავღანეთში შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს შტაბბინა.
XS
SM
MD
LG