Accessibility links

ერაყში მოეწყო საპროტესტო აქციის მონაწილეებზე თავდასხმა


ერაყში, სულ ცოტა, რვა ადამიანი დაიღუპა და ათობით ადამიანი დაიჭრა ორი თვითმკვლელის მიერ მოწყობილი აფეთქებების შედეგად. ოფიციალური პირების ცნობით, აფეთქებები მოეწყო საპროტესტო აქციასთან, რომელშიც ეთნიკური თურქმენები მონაწილეობდნენ ქალაქ თუზ ხურმატუში უსაფრთხოების გაუმჯობესების მოთხოვნით. როგორც იუწყებიან, დაღუპულთა შორის არიან პროვინციის ყოფილი გუბერნატორი და მისი ორი ვაჟიშვილი. თუზ ხურმატუ მდებარეობს ბაღდადის ჩრდილოეთით, 175-მდე კილომეტრში - ტერიტორიაზე, რომელზეც პრეტენზიას აცხადებენ ეთნიკური არაბები, ქურთები და თურქმენები.
XS
SM
MD
LG