Accessibility links

logo-print

ევროკავშირის მინისტერიალზე მხარი დაუჭირეს სერბიის გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყებას


ევროკავშირის მთავრობებმა მიაღწიეს წინასწარ შეთანხმებას, დაიწყონ სერბიასთან მოლაპარაკება ევროკავშირში ამ ქვეყნის გაწევრიანების შესახებ. გადაწყვეტილება დღეს მიიღეს მინისტერიალზე ლუქსემბურგში. ეს გადაწყვეტილება ახლა ევროკავშირის ლიდერებმა უნდა დაამტკიცონ სამიტზე, რომელსაც ბრიუსელი უმასპინძლებს ხუთშაბათს და პარასკევს. დიპლომატების ვარაუდით, მოლაპარაკებები არაუგვიანეს 2014 წლის პირველი თვეებისა დაიწყება. მინისტერიალზე ასევე გასცეს რეკომენდაცია კოსოვოსთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყებასთან დაკავშირებით. ევროკავშირის მინისტრების ეს გადაწყვეტილებები მოჰყვა ბელგრადისა და პრიშტინის ნაბიჯებს ერთმანეთთან ურთიერთობის ნორმალიზების მიმართულებით.
XS
SM
MD
LG