Accessibility links

logo-print

ობამამ წარმოადგინა გეგმა გარემოს დაცვის შესახებ


აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ წარმოადგინა გეგმა, რომლის თანახმადაც აშშ-ის ელექტროსადგურებს აღარ მიეცემათ ჰაერის ნახშირბადით შეუზღუდავად დაბინძურების უფლება. გეგმა ემსახურება ნახშირბადით დაბინძურების შეზღუდვას, ენერგიის კონსერვაციას და კლიმატის ცვილებებისთვის მზადებას. ობამა სიტყვით გამოვიდა ჯორჯტაუნის უნივერსიტეტში. პრეზიდენტის თქმით, მან გარემოს დაცვის სააგენტოს დაავალა ფედერალურ დონეზე პირველად დააწესოს შეზღუდვა ახალი და მოქმედი ელექტროსადგურების ემისიებზე. ობამამ აღნიშნა, რომ კლიმატის ცვლილებებზე კანონმდებლობის მისაღებად კონგრესს მიმართა თხოვნით, მაგრამ მის თხოვნას შედეგი არ მოჰყოლია. „როგორც პრეზიდენტი, როგორც მამა და როგორც ამერიკელი, მე ვამბობ, რომ მოქმედებაა საჭირო“ - განაცხადა ობამამ დღევანდელ გამოსვლაში.
XS
SM
MD
LG