Accessibility links

logo-print

ვენესუელა მზად არის, განიხილოს სნოუდენისთვის თავშესაფრის მიცემის საკითხი


ვენესუელა მზდ არის, განიხილოს აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი კონტრაქტორის, ედვარდ სნოუდენისთვის თავშესაფრის მიცემის საკითხი, თუკი სნოუდენი მას ამ თხოვნით მიმართავს. ამის შესახებ ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ განაცხადა. აშშ-ს ძებნა აქვს გამოცხადებული ედვარდ სნოუდენზე, ჯაშუშობაში ბრალდების საფუძველზე მას შემდეგ, რაც მან გაასაჯაროვა ინფორმაცია აშშ-ის თვალთვალის საიდუმლო პროგრამების შესახებ. ცოტა ხნის წინ სნოუდენმა პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა ეკვადორს. მაისში ის აშშ-დან ჰონგ-კონგში გადავიდა, ხოლო რამდენიმე დღის წინ მოსკოვში ჩაფრინდა. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადებით, სნოუდენი აეროპორტ „შერემეტიევოს“ სატრანზიტო ზონაში იმყოფება. აშშ რუსეთისგან სნოუდენის გადაცემას მოითხოვს, თუმცა მოსკოვი ირწმუნება, რომ სნოუდენს არ გადაუკვეთია რუსეთის საზღვარი და შესაბამისად, არ იმყოფება მის ტერიტორიაზე.
XS
SM
MD
LG