Accessibility links

logo-print

აშშ და ქაბული თალიბანთან მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავენ


აშშ და ქაბული თალიბანთან მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავენ. თეთრი სახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და მის ავღანელ კოლეგა ჰამიდ კარზაის შორის შედგა ვიდეოკონფერენცია, რომლის მსვლელობაშიც შეთანხმდნენ, რომ თალიბანთან მოლაპარაკებების პროცესში აქტიური როლი უნდა შეასრულოს ავღანეთის ხელისუფლებამ. სამშაბათს ქაბულში თალიბი მებრძოლები თავს დაესხნენ პრეზიდენტის სასახლეს, თავდაცვის სამინისტროსა და სასტუმრო „არიანას“, სადაც განთავსებულია ქაბულში აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს შტაბბინა. ამ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა თალიბანმა იკისრა.
XS
SM
MD
LG