Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრ ჯულია გილარდს გადადგომა მოუწევს


ავსტრალიის მმართველი, შრომის პარტიის ყრილობაზე გაიმართა კენჭისყრა, რომლის შედეგადაც ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ჯულია გილარდი დაამარცხა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა კევინ რუდმა. ახლა მოსალოდნელია, რომ გილარდი პოლიტიკიდან წავა. პარტიის ლიდერის გასარკვევად კენჭისყრა გაიმართა მას შემდეგ, რაც ავსტრალიაში საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკითხვამ აჩვენა, რომ გილარდის პარტიას ემუქრება 35-მდე მანდატის დაკარგვა სექტემბრის არჩევნებში და შესაბამისად, დიდი საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვება ოპოზიციური კონსერვატიული პარტიის მიერ. ავსტრალიის შრომის პარტიის ლიდერის შესახებ კენჭისყრის გამართვის ინიციატივით თვითონ პრემიერ-მინისტრი ჯულია გილარდი გამოვიდა და წინასწარვე პირობა დადო, რომ დამარცხების შემთხვევაში გადადგება. საპარლამენტო არჩევნები ახლა, შესაძლოა, აგვისტოში გადმოიწიოს. კევინ რუდი 2007 წელს გახდა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი. ამ პოსტზე ის 2010 წელს შეცვალა ჯულია გილარდმა.
XS
SM
MD
LG