Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯონდი ბაღათურია: მიმდინარეობს პაატა ბურჭულაძესთან მოლაპარაკება, რათა მან პრეზიდენტობის კანდიდატად იყაროს კენჭი


"ქართული დაისის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია აცხადებს, რომ პოლიტიკური სპექტრის და საზოგადოებრივი მოძრაობების ერთი ნაწილის სახელით მოლაპარაკება მიმდინარეობს ცნობილ საოპერო მომღერალთან პაატა ბურჭულაძესთან, რათა მან კენჭი იყაროს პრეზიდენტობის კანდიდატად. ”დღეს საქართველოს სჭირდება ძლიერი კანდიდატი, რომელიც დააბალანსებს და შეძლებს "ოცნების" კანდიდატის დამარცხებას” - განაცხადა ბაღათურიამ, რომელსაც იმედი აქვს, რომ ბურჭულაძე დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს. თავის მხრივ, მომღერლის საქველმოქმედო ფონდ ”იავნანაში” სააგენტო ინტერპრესნიუსს განუცხადეს, რომ საზოგადოების ცალკეული წარმომადგენლები, მათ შორის პოლიტიკოსები, ბოლო დროს ხშირად მიმართავენ პაატა ბურჭულაძეს ამ წინადადებითა და გულწრფელი სურვილით. ფონდში განმარტავენ, რომ ”იავნანა” ემზადება 9 ივლისს პაატა ბურჭულაძის სასცენო მოღვაწეობის 35 წლის იუბილისათვის და, შესაბამისად, მისი ყველა კომენტარი მხოლოდ ამ თემას დაუკავშირდება.
XS
SM
MD
LG