Accessibility links

logo-print

გიორგი ვაშაძემ უარყო, რომ ნაციონალური მოძრაობის დატოვებას აპირებს


საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი ვაშაძემ უარყო, რომ ნაციონალური მოძრაობის დატოვებას აპირებს. ინფორმაცია, რომ ვაშაძე ყოფილი მმართველი პარტიის წევრობას აღარ აპირებს, სამეგრელოში ადამიანთა წამების ამსახველი ვოდეომასალების აღმოჩენის შემდეგ გავრცელდა. თავად გიორგი ვაშაძემ პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ პასუხისმგებლობას არ გაურბის, მაგრამ პარტიის დატოვებას არ აპირებს. ”მე ვერ დავტოვებ კოლეგებს და მხარდამჭერებს, ჩვენ გვაერთიანებს ათასობით ადამიანის საერთო ხედვა და სწორედ ეს მაძლევს საფუძველს, რომ ვიყო ამ პარტიაში ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის", - განაცხადა ვაშაძემ.
XS
SM
MD
LG