Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში დისლოცირებულ ქართულ ბატალიონებს ესტუმრა გენერალი რიჩარდ შირეფი


ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში დისლოცირებულ ქართულ ბატალიონებს ესტუმრა ევროპაში მოკავშირე ძალების სარდლის მოადგილე, გენერალი რიჩარდ შირეფი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ლეზერნიკის ბაზაზე მე-3 ქვეითი ბრიგადის 33-ე ბატალიონის ხელმძღვანელობამ გენერალ შირეფს ტერიტორია დაათვალიერებინა და სამეთაურო ბრიფინგი ჩაუტარა. სამინისტროს ცნობითვე, ბრიტანელი გენერალი იმყოფებოდა შირგაზის ბაზაზეც, სადაც მე-4 ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონის მეთაურმა გააცნო ოპერაციის რაიონში არსებული სიტუაცია და ბოლო თავდასხმების შემდეგ უსაფრთხოების გასაძლიერებლად ჩატარებული სამუშაოები. რიჩარდ შირეფის განცხადებით, საქართველოს მისია უმნიშვნელოვანესია, ქართველი სამხედროები კი მართლაც პროფესიონალი მებრძოლები არიან და საკუთარი წვლილი შეაქვთ ავღანეთის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.
XS
SM
MD
LG