Accessibility links

logo-print

OMV-ს უარი უთხრეს აზერბაიჯანიდან გაზის „ნაბუკო ვესტით“ ტრანსპორტირებაზე


ავსტრიის ენერგოკომპანია OMV-ს განცხადებით, კონსორციუმმა რომელიც აზერბიჯანში „შაჰ დენის 2“-ის გაზის და ნავთობის საბადოების ექსპლუატაციას ახდენს, უარი თქვა მილსადენ "ნაბუკო ვესტით" სარგებლობაზე. OMV-მ ოთხშაბათს გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ კონსორციუმმა კომპანიას შეატყობინა თავისი გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ ევროპაში გაზის ტრანსპორტირების რომელ მარშრუტს ანიჭებს უპირატესობას. როგორც ირკვევა, კონსორციუმმა აირჩია უფრო მოკლე და იაფი „ტრანს-ადრიატიკის მილსადენი“ კასპიის ზღვის გაზის ევროპულ ბაზარზე საექპორტოდ. „ნაბუკო ვესტის“ მარშრუტი თურქეთ-ბულგარეთის საზღვარზე იწყება და ბულგარეთის გარდა გადის რუმინეთზე, უნგრეთზე და ავსტრიაში მთავრდება. ხოლო "ტრანს-ადრიატიკის მილსადენი“ ასევე თურქეთის საზღვარზე იწყება, გადის საბერძნეთზე, ალბანეთზე და ადრიატიკის ზღვის გავლით იტალიაში სრულდება. თურქეთამდე გაზის გადასაქაჩად აზერბაიჯანი აპირებს, ისარგებლოს უკვე არსებული, საქართველოზე გამავალი ინფრასტრუქტურით.
XS
SM
MD
LG