Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასავლეთ ჩინეთში არეულობამ 30-მდე ადამიანი შეიწირა


დასავლეთ ჩინეთში, სინიანის უიღურთა ავტონომიურ რეგიონში 27 ადამიანი დაიღუპა არეულობის შედეგად. საინფორმაციო სააგენტო „სინხუას“ ცნობით, „დანებით შეიარაღებული ბრბო“ თავს დაესხა პოლიციის სადგურს, მთავრობის შენობასა და მშენებლობას ქალაქ ლუკ-კანში. ამ წყაროს ცნობით, თავდასხმელები „დანებით დაერიენ ხალხს და ცეცხლი წაუკიდეს პოლიციის ავტომანქანებს“. სულ ცოტა, 17 ადამიანი დაიღუპა, ვიდრე პოლიცია ცეცხლს გაუხსნიდა შეკრებილებს და 10 ადამიანს მოკლავდა. ჩინეთის საინფორმაციო სააგენტოს ამ ცნობაში არ არის ნათქვამი, ვინ იყო ამ „ბრბოში“, მაგრამ ცნობილია, რომ იშვიათი არ არის ეთნიკური ნიშნით დაპირისპირება უიღურთა ავტონომიურ რესპუბლიკაში, სადაც თურქულენოვან მუსლიმთა ეთნიკურ ჯგუფთან, უიღურებთან ერთად ცხოვრობენ ჩინეთში ეთნიკური უმრავლესობის შემადგენელი ხანები.
XS
SM
MD
LG