Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ გამარჯვება მიაკუთვნა გეი-ქორწინების მომხრეებს


აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ გააბათილა ფედერალური კანონმდებლობის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც ქორწინებას განსაზღვრავს როგორც კავშირს ქალსა და მამაკაცს შორის - რითიც მნიშვნელოვანი გამარჯვება არგუნა გეი-ქორწინების მომხრეებს. დღევანდელი გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ამიერიდან კანონიერად დაქორწინებულ ერთსქესიან წყვილებს შეეძლებათ მოითხოვონ იგივე ფედერალური გადასახადები, ჯანდაცვა და საპენსიო შეღავათები, რითიც სარგებლობა აქამდე, როგორც წესი, ჰეტეროსექსუალ წყვილებს შეეძლოთ. ერთსექსიანთა ქორწინება დაშვებულია აშშ-ის 12 შტატში და ვაშინგტონში. პრეზიდენტი ობამა მიესალმა სასამართლოს გადაწყვეტილებას და ის „აქამდე არსებული არასწორი ვითარების გამოსწორებად“ შეაფასა. გადაწყვეტილებას პროტესტით გამოეხმაურა ბევრი რესპუბლიკელი კანონმდებელი.
XS
SM
MD
LG