Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში გატაცებული ჩეხების ვიდეო შეიცავს მეცნიერის განთავისუფლებას მოთხოვნას


ოთხშაბათს გავრცელებული ვიდეოჩანაწერი, რომელიც, როგორც ვარაუდობენ, ასახავს პაკისტანში გატაცებულ ორ ჩეხ ქალს, შეიცავს მოთხოვნას აშშ-ში პატიმრობაში მყოფი პაკისტანელი მეცნიერის განთავისუფლების შესახებ. საუბარია ააფია სიდიყიზე, რომელსაც აშშ-ში 86 წლით აქვს მისჯილი პატიმრობა. ვიდეოში ჩეხი ქალები ჩეხეთის მოქალაქეებს და ევროკავშირს მოუწოდებენ ყველაფერი გააკეთონ საამისოდ. ამასთან, ვიდეოში ნათქვამია, რომ ჩანაწერი გაკეთდა 16 აპრილს - ბოსტონის აფეთქებებიდან ერთი დღის შემდეგ. ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების თქმით, მათ ვიდეო ნახეს და ახლა მის გაანალიზების პროცესში არიან. ჩეხეთის მოქალაქეები ავღანეთის საზღვართან ახლოს, ბალოჩისტანის პროვინციაში მარტში გაიტაცეს. მას შემდეგ ქალების ბედზე არაფერი იყო ცნობილი. გატაცებაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.
XS
SM
MD
LG