Accessibility links

logo-print

ნელსონ მანდელას ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული, მაგრამ სტაბილურია


სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა, ჯეიკობ ზუმამ განაცხადა, რომ ნობელის პრემიის ლაურეატი, ნელსონ მანდელა კვლავ კრიტიკულ, მაგრამ, ახლა, სტაბილურ მდგომარეობაშია. მანდელა პრეტორიის საავადმყოფოში იმყოფება. პრეზიდენტმა ზუმამ ოთხშაბათს მოინახულა ქვეყნის ყოფილი ლიდერი. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ნელსონ მანდელას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პრეზიდენტმა მოზამბიკში ვიზიტი გადადო. პრეზიდენტის წარმომადგენელმა უარი განაცხადა იმ ცნობების კომენტარზე, რომელთა თანახმადაც, ნელსონ მანდელა სუნთქვის აპარატზეა ჩართული. ნელსონ მანდელა სამხრეთი აფრიკის პირველი შავკანიანი პრეზიდენტი იყო. მანამდე მან სამხრეთი აფრიკის რასისტული რეჟიმის გადაწყვეტილებით 27 წელი გაატარა ციხეში. ნელსონ მანდელა ნობელის პრემიის ლაურეატია.
XS
SM
MD
LG