Accessibility links

logo-print

ეგვიპტის პრეზიდენტი ოპონენტებს მოლაპარაკებაზე იწვევს


ეგვიპტის პრეზიდენტი მუჰამედ მორსი აფრთხილებს ოპონენტებს, რომ ხანგრძლივი არეულობა ქვეყანაში ეგვიპტის "პარალიზებას" გამოიწვევს. მორსი პოლიტიკურ ძალებს რეფორმებზე სამსჯელოდ მოლაპარაკებებზე იწვევს. ეგვიპტის პრეზიდენტმა ეს ოთხშაბათს ტელეეთერში განაცხადა. ერთი წელი სრულდება მუჰამედ მორსის პრეზიდენტობიდან. მისი ოპონენტები ქვეყნის რამდენიმე ქალაქში 30 ივნისს მასობრივ გამოსვლებს გეგმავენ. გავრცელებული ცნობებით, იმ ქალაქების ახლოს, სადაც გამოსვლებია დაგეგმილი, ჯარის ნაწილებია განთავსებული. სულ ცოტა ორი ადამიანია მოკლული ქალაქ მანსურაში ოთხშაბათს მომხდარი შეტაკებისას. სატელევიზიო გამოსვლისას მორსიმ აღიარა, რომ პრეზიდენტობის დროს მან გაკრვეული შეცდომები დაუშვა.
XS
SM
MD
LG