Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მინსკში აქციის გაშუქებისას დააკავეს რადიო თავისუფლების კორესპონდენტი


მინსკში დააკავეს რადიო თავისუფლების კორესპონდენტი, იგორ კარნეი, როცა ის მეწარმეების საპროტესტო აქციას - ერთდღიან გაფიცვას აშუქებდა. ჩვენი რადიოს ბალორუსულ სამსახურს თვითმხილველმა უთხრა, რომ კარნეი დააკავეს საზოგადოებრივ გაერთიანება „პერსპექტივის“ თავმჯდომარესთან, ანატოლ შუმაჩენკოსთან და კიდევ რამდენიმე პირთან ერთად. ქვეყანაში მეწარმეების უმრავლესობა გაიფიცა მოთხოვნით, რომ ბელორუსია გამოვიდეს საბაჟო კავშირიდან, რომელშიც მასთან ერთად რუსეთი და ყაზახეთი შედიან. აქტივისტები ამბობენ, რომ საბაჟო კავშირის რეგულაციები მათთან კონსულტაციის გარეშე იქნა შემოღებული და მათ ინტერესებს ეწინააღმდეგება. რუსეთი 2010 წელს დაარსებული საბაჟო კავშირის მიზნად ასახელებს 2015 წლამდე ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შექმნას, ევროკავშირის ეკონომიკური კავშირის მიბაძვით.
XS
SM
MD
LG