Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვოში გააპროტესტეს სერბიასთან ურთიერთობის ნორმალიზებაზე შეთანხმება


კოსოვოში რამდენიმე ასეულმა ეთნიკურმა ალბანელმა გააპროტესტა სერბიასთან ურთიერთობის ნორმალიზებაზე შეთანხმება. აქციის დროს პოლიციასთან შეტაკება მოხდა. ჩვენი რადიოს ბალკანური სამსახურის ცნობით, დემონსტრანტებმა პარლამენტარები არ შეუშვეს პარლამენტის შენობაში, სადაც უნდა მომხდარიყო ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების რატიფიცირება. პოლიციის საგანგებო დანიშნულების შენაერთმა უკან დაახევინა აქციის წევრებს, პარლამენტის შესასვლელის გასათავისუფლებლად. დააკავეს, სულ ცოტა, ხუთი დემონსტრანტი. მოსალოდნელია, რომ ევროკავშირის ლიდერები ხვალ ოფიციალურად დაამტკიცებენ სერბიასთან მოლაპარაკების დაწყებას, ევროკავშირში მისი გაწევრიანების საკითხზე. ასევე მოსალოდნელია, რომ ევროკავშირი კოსოვოს დათანხმდება სტაბილიზაციისა და ასოცირების შესახებ შეთანხმების შესახებ მოლაპარაკების დაწყებაზე.
XS
SM
MD
LG