Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ მოელის ავღანეთში თალიბანის თავდასხმების გაგრძელებას


ავღანეთსა და პაკისტანში აშშ-ის საგანგებო წარგზავნილის ჯეიმს დობინსის განცხადებით, თალიბანთან სამშვიდობო მოლაპარაკების პერსპექტივის მიუხედავად, შეერთებული შტატები ვარაუდობს, რომ ავღანეთში ძალადობა არ შეწყდება. დობინსი ამ საკითხს ინდოეთში ვიზიტისას შეეხო: „არავინ იცის, როგორ განვითარდება ეს პროცესი და ნამდვილად არ არის ცხადი, რომ მას მოჰყვება ძალადობის შემცირება და წარმატებული ევოლუცია მშვიდობისაკენ“. ინდოეთში ჟურნალისტებთან ამ საუბრისას, ამერიკელმა დიპლომატმა გამოთქვა ვარაუდი, რომ თალიბანი გააგრძელებს თავდასხმებს, რათა უფრო ძლიერი პოზიცია ჰქონდეს შეერთებულ შტატებთან და ქაბულთან მოლაპარაკების დროს.
XS
SM
MD
LG