Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვოში რატიფიცირებულ იქნა შეთანხმება სერბიასთან ურთიერთობის ნორმალიზებაზე


კოსოვოს პარლამენტში რატიფიცირებულ იქნა ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება სერბიასთან ურთიერთობის ნორმალიზების შესახებ. რადიო თავისუფლების ბალკანური სამსახურის ცნობით, პარლამენტარების დიდი უმრავლესობა მიემხრო შეთანხმების რატიფიცირებას. იუწყებიან აგრეთვე, რომ პარლამენტის შენობასთან პროტესტი გამოთქვა კოსოვოს ნაციონალისტური პარტიის რამდენიმე ასეულმა მომხრემ. პოლიციასთან შეტაკებაც მოხდა, როცა დემონსტრანტებმა სცადეს, პარლამენტში არ შეეშვათ კანონმდებლები. მოგვიანებით, პარლამენტის სხდომათა დარბაზში ნაციონალისტმა დეპუტატებმა სცადეს კენჭისყრის ჩაშლა. ურთიერთობის ნორმალიზების შესახებ შეთანხმება, რომელსაც აპრილში მიაღწიეს სერბიამ და კოსოვომ, იყო მთავარი მოთხოვნა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის გასაგრძელებლად.
XS
SM
MD
LG