Accessibility links

logo-print

თბილისში მომხდარ დაკავებაზე ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას ავრცელებენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური და თბილისის მერია


ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას ავრცელებენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური და თბილისის მერია. საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, მის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც მერიის ბიუჯეტის კუთვნილი თანხების მითვისება-გაფლანგვას შეეხება, დღეს მოწმის სახით დაიკითხნენ თბილისის მერიის და გამგეობების თანამშრომლები და მათ დაკითხვის შემდეგ დატოვეს საგამოძიებო სამსახური. თავის მხრივ, თბილისის მერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ საკრებულოს, მერიის და გამგეობების 30 თანამშრომელი პრაქტიკულად ერთდროულად, სამსახურში მისვლამდე დააკავეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა. უგულავამ ხელისუფლება დაადანაშაულა თვითმმართველობის წარმომადგენლებზე ნადირობაში, რადგან მისი თქმით, დღეს დაკავებული პირები მანამდე არაერთხელ დაუბარებიათ დასაკითხად და არცერთი მათგანი გამოძიებას არ გაქცევია. მერმა დაკავებული თანამშრომლების გათავისუფლების ერთ-ერთ მიზეზად დაასახელა თბილისში ნატოს მაღალი რანგის დელეგაციის სტუმრობა.
XS
SM
MD
LG