Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანდერს ფოგ რასმუსენი: მე ვენდობი საქართველოს ხელისუფლებას


ნატოს მოკავშირეებს შეშფოთების გარკვეული მომენტები აქვთ საქართველოს მთავრობის ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესების გამო - ამის შესახებ თბილისში, ეროვნულ ბიბლიოთეკაში სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა. ანდერს ფოგ რასმუსენის თქმით, პროცესებზე გარედან დამკვირვებელს შერჩევითი მართლმსაჯულების მცირედი აღქმაც კი არ უნდა ჰქონდეს. ”კორუმპირებული და დამნაშავე მაღალჩინოსნები პასუხს უნდა აგებდნენ, მაგრამ სისხლის სამართლებრივი დევნა არასდროს უნდა გახდეს პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღი” – თქვა გენერალურმა მდივანმა. ამასთან, რასმუსენმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ერთგულია პოლიტიკისგან დამოუკიდებელი და ძლიერი სასამართლოს არსებობისა, რაც შეხვედრებისას კიდევ ერთხელ დაუდასტურეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა. მე ვენდობი საქართველოს ხელისუფლებას და მჯერა, რომ ყველა საქმეზე იზეიმებს კანონის უზენაესობა - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა და დასძინა, რომ მოხარული იქნებიან, თუ საქართველოს მოსახლეობა მთავრობას დემოკრატიული სტანდარტების შესრულებას უმაღლეს დონეზე მოსთხოვს.
XS
SM
MD
LG