Accessibility links

logo-print

დავით ბაქრაძის თანახმად, ნატოს ღირებულებები საქართველოში ერთსულოვნების საგანია


საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, ნატოს ღირებულებები საქართველოში ერთსულოვნების საგანია. ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრებთან შეხვედრისას ბაქრაძემ აღნიშნა, რომ ”რთულია მოძებნო თემა, რომელსაც ამდენი ქართველი პოლიტიკოსი დაეთანხმება, მაგრამ ნატოში გაწევრიანება და ევროატლანტკური მომავალია საკითხი, რომელზეც ყველა თანხმდება.” დავით ბაქრაძემ ნატოს და მის გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და რუსეთის საოკუპაციო ძალების ბოლოდროინდელი მოქმედებებისადმი მკვეთრი პოზიციისთვის. დღესვე ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრები თბილისში შეხვდნენ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლებს.
XS
SM
MD
LG