Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მინსკში გაათავისუფლეს ჩვენი რადიოს დაკავებული კორესპონდენტი


მინსკში გაათავისუფლეს რადიო თავისუფლების კორესპონდენტი, იგორ კარნეი, რომელიც დღეს იქნა დაკავებული საპროტესტო აქციის - მეწარმეთა ერთდღიანი გაფიცვის - გაშუქებისას. კარნეი ამბობს, რომ ის დააკავეს რამდენიმე პირთან, მათ შორის საზოგადოებრივ ორგანიზაცია „პერსპექტივის“ თავმჯდომარე ანატოლ შუმჩენკოსთან ერთად. პოლიციის განყოფილებაში დაკითხვის შემდეგ ყველა გამოუშვეს, შუმჩენკოს გარდა. ბელორუსიაში მეწარმეების უმრავლესობა გაიფიცა მოთხოვნით, რომ ბელორუსია გამოვიდეს საბაჟო კავშირიდან, რომელშიც მასთან ერთად რუსეთი და ყაზახეთი შედიან. აქტივისტები ამბობენ, რომ საბაჟო კავშირის რეგულაციები მათთან კონსულტაციის გარეშე იქნა შემოღებული და მათ ინტერესებს ეწინააღმდეგება. რუსეთი 2010 წელს დაარსებული საბაჟო კავშირის მიზნად ასახელებს 2015 წლამდე ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შექმნას, ევროკავშირის მიბაძვით.
XS
SM
MD
LG