Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით უსუფაშვილის თქმით, საქართველო ნატოსგანაც ელის შემხვედრ ნაბიჯებს


ნატოს გენერალური მდივანი და ალიანსის წევრი სახელმწიფოების ელჩები დღეს თბილისში შეხვდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, უმრავლესობის და უმცირესობის ლიდერებსა და კომიტეტების თავმჯდომარეებს. ”საქართველო მტკიცე ნაბიჯებით უახლოვდება ნატოს, რომელიც ქართველი ხალხის არჩევანია და ამ მიზანს ემსახურება დღევანდელი მთავრობა და ემსახურებოდა წინა ხელისუფლება” - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა. მისივე თქმით, ქართველი ხალხის არჩევანია მშვიდობა, თანამშრომლობა და დემოკრატია, ანუ ნატოს ფუნდამენტური და სახელმძღვანელო პრინციპები. დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ ქართველი სამხედროები ძალას და სამწუხაროდ, ხშირად სიცოცხლესაც არ იშურებენ რათა საქართველო მის პარტნიორ სახელმწიფოებთან ერთად იყოს მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილებში. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველო ნატოსგანაც ელის შემხვედრ ნაბიჯებს მიმდინარე წლის განმავლობაში ინტეგრაციის პროცესის გასაღმრავებლად.
XS
SM
MD
LG