Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში გაიმართა ქართველ სამხედროთა გაცილების ცერემონია


თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა ქართველ სამხედრო მოსამსახურეთა ISAF-ის (ავღანეთში უსაფრთხოების მხარდამჭერი საერთაშორისო ძალების) მისიაში მონაწილეობისათვის გაცილების ცერემონია. სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ მთელი საქართველო ამაყობს მსოფლიო უსაფრთხოების საქმეში ქართველი სამხედროების წვლილით. „ჩვენ დავანახებთ ნატოსა და მსოფლიოს, რომ ქართველები ყოველთვის ვასრულებთ ნათქვამ სიტყვას“, განაცხადა ალასანიამ. ქართველ ჯარისკაცებს ასევე მიმართა ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა და მათ მადლობა გადაუხადა ავღანეთის მისიაში მონაწილეობისათვის. ცნობების თანახმად, საქართველოს შეიარაღებული ძალების მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე და ბათუმის მსუბუქი ქვეითი ბატალიონები, რომელთა გაცილების ცერემონიაც გაიმართა, ავღანეთში ჩასვლამდე გერმანიაში გააგრძელებენ წვრთნას ISAF-ის მისიაში მონაწილეობისათვის.
XS
SM
MD
LG