Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში ოფიციალურად წაუყენეს ბრალდება ბოსტონის აფეთქების მოწყობაში, გადარჩენილ ეჭვმიტანილს


აშშ-ის დიდმა ჟიურიმ ოფიციალურად წაუყენა ბრალდება ბოსტონის აფეთქების მოწყობაში ეჭვმიტანილს. ფედერალურმა ჟიურიმ ბრალი წაუყენა ჯოხარ ცარნაევს 30 მუხლით, მათ შორის მასობრივი განადგურების იარაღის მოხმარებაში, რამაც სიკვდილი გამოიწვია. სამი პირი დაიხოცა და 260 დაშავდა, როცა ორი აფეთქება მოხდა ბოსტონში, მარათონის ფინიშთან, 15 აპრილს. ჯოხარ ცარნაევის ძმა, ტამერლანი, პოლიციასთან სროლაში მოკლეს მოგვიანებით. თვითონ ჯოხარი დაჭრილი დააკავეს რამდენიმე დღის შემდეგ. 19 წლის ჯოხარს წაყენებული ბრალდებებიდან 17-ის გამო, თუ ისინი დაუმტკიცდა მას სასიკვდილო განაჩენი, ან სამუდამო პატიმრობა მოელის.
XS
SM
MD
LG