Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი სერბიასთან გაწევრინებაზე მოლაპარაკებას დაიწყებს


ევროპის კავშირის წევრმა სახელმწიფოებმა მწვანე შუქი აუნთეს სერბიას, დაიწყოს მოლაპარაკება ევროპის კავშირში გაწევრიანების გარშემო. ამის თაობაზე სოციალური ქსელით, ბრიუსელში მიმდინარე სამიტის დროს, ცნობა გაავრცელა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარემ, ჰერმან ვან რუმპემ. მოლაპარაკება სერბიასთან დაიწყება იანვარში. ევროკავშირის ლიდერების თანახმად, მათი გადაწყვეტილება ასახავს სერბიის წინსვლას მეზობელ კოსოვოსთან ურთიერთობის ნორმალიზების საქმეში, წლების განმავლობაში კონფლიქტის შემდეგ. ევროკავშირის აპირებს კოსოვოსთან დაიწყოს მოლაპარაკება სტაბილიზებისა და ასოცირების ხელშეკრულების შესახებ, რაც გაწევრიანებისკენ პირველი ნაბიჯია. სერბიის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება მოხდა პერიოდში, როცა პირველ ივლისს, სერბიის მეზობელი, ხორვატია ევროპის კავშირს უერთდება. დამთხვევა მოხდა ასევე სხვა თარიღთან: 28 ივნისს კოსოვოს ველზე სერბიის და ოსმალეთის არმიის ბრძოლის დღეა, როცა, მე-14 საუკუნეში, სერბები დამარცხდნენ.
XS
SM
MD
LG