Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნელსონ მანდელა კრიტიკულ მდგომარეობაშია, ის შეიძლება ობამამ მოინახულოს


მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი, ნელსონ მანდელა კვლავ კრიტიკულ მდგომაროებაში რჩება პრეტორიის საავადმყოფოში. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა აპირებს ჩასვლას. თეთრი სახლის თანახმად, ობამა ელოდება მანდელას ოჯახის დასტურს, შეუძლია თუ არა, მოინახულოს 94 წლის მანდელა, რომელსაც ის „პირად გმირად“ მიიჩნევს. ობამამ, რომელიც აფრიკის სამ ქვეყანაში მოგზაურობს, ტურნეს მეორე ეტაპზეა, მას პარასკევის საღამოსთვის არ აქვს საჯარო გამოსვლა. ამდენად, მოელიან, რომ შეიძლება ეწვიოს საავადმყოფოში მანდელას, რომელმაც აპარტეიდთან ბრძოლის გამო 27 წელი გაატარა ციხეში და განთავისუფლების შემდეგ სამხრეთ აფრიკის პირველი შავკანიანი პრეზიდენტი გახდა.
XS
SM
MD
LG