Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯონ კერი ისრაელის და პალესტინელთა ლიდერებს ხვდება


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი, მეორე დღეა მოლაპარაკებებს აწარმოებს ისრაელის და პალესტინელთა ლიდერებთან, სამშვიდობო მოლაპარაკების განახლების მიზნით. პარასკევს ის პალესტინელთა ავტონომიის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს შეხვდა, გუშინ კი იერუსალიმში, ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეტანიაჰუს მოელაპარაკა. ამ შეხვდრების დეტალებზე არაფერს იტყობინებიან. პალესტინელთა წარმომადგენლების თანახმად, ისინი არ დაუბრუნდებიან სამშვიდობო მოლაპარაკებებს, სანამ ისრაელი არ შეწყვეტს დასახლებების მშენებლობას ავტონომიის ტერიტორიებზე, რომლებიც მათ თავიანთი მომავალი სახელმწიფოს შემადგენლობაში სურთ მოაქციონ.
XS
SM
MD
LG