Accessibility links

ბიძინა ივანიშვილი: ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის არჩევანი არც ერთი ხელისუფლების პირობებში არ შეიცვლება


საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის არჩევანი არც ერთი ხელისუფლების პირობებში არ შეიცვლება. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა დღეს ბათუმში, თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის თქმით, რომ უსაფრთხოება დემოკრატიის ხარჯზე კი არა, სწორედ დემოკრატიით მიიღწევა. ,,ჩვენნაირი ქვეყნისთვის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მიღწევა წარმოუდგენელია დემოკრატიული პროცედურების განუხრელი დაცვის გარეშე. 2012 წლის არჩევნები ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ქართული საზოგადოება დასავლური, ევროპული ღირებულებების მატარებელი საზოგადოებაა და რომ საქართველოს მისწრაფება ევროატლანტიკური სივრცისკენ მხოლოდ პოლიტიკური მოცემულობით არ არის ნაკარნახევი", - აღნიშნა ივანიშვილმა. ბათუმში მიმდინარე კონფერენციის მონაწილეები ორი დღის განმავლობაში ასევე განიხილავენ ნატოს გაფართოების საკითხს, საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებს, ISAF-ის ოპერაციას, შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიული მნიშვნელობასა და საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას.
XS
SM
MD
LG