Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერიის წარმომადგენლებს გამოძიება ბიუჯეტის კუთვნილი სახსრების მითვისება-გაფლანგვის სამი ეპიზოდის თაობაზე ედავება


ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისის მერიის თანამშრომელთა დაკავებაზე და მათთვის წაყენებულ ბრალდებაზე დეტალური ინფორმაცია გაავრცელა. საგამოძიებო სამსახურის ცნობით, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თბილისის მერის მოადგილე დავით ალავიძე, თბილისის განვითარების ფონდის თავმჯდომარე დავით ავალიანი, თბილისის შესყიდვების სამსახურის უფროსი ალექსი თაბუაშვილი, მთაწმინდა კრწანისის გამგებლის მოადგილე დიმიტრი ჩხეიძე დააკავეს, ხოლო თბილისის განვითარების ფონდის ყოფილი თავმჯდომარის გიორგი საბანაძის მიმართ გამოტანილია დადგენილება, ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ. საქმე ეხება „თბილისის განვითარების ფონდს,“ რომელიც მერიის მიერ ისტორიული და სხვა მნიშვნელოვანი შენობების რეაბილიტაციის მიზნით, 2010 წლის 16 ივლისს შეიქმნა. ფონდი დაფუძნებიდან დღემდე ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
XS
SM
MD
LG