Accessibility links

რუსეთის საგარეო უწყება: ჟენევის მოლაპარაკებების შედეგები იმედგაცრუებას და შეშფოთებას იწვევს


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჟენევის მოლაპრაკებების 24-ე რაუნდის შედეგები იმედგაცრუებას და შეშფოთებას იწვევს ამ მნიშვნელოვანი ფორუმის პერსპექტივებთან დაკავშირებით. ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
მასში ასევე აღნიშნულია, რომ მოლაპარაკებების ძირითადი საკითხი ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმება იყო, რომელიც წინ არ წასულა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ ეს ქართული მხარის არაკონსტრუქციულმა პოზიციამ გამოიწვია, რაც გაეროში ლტოლვილების საკითხის დაყენებას უკავშირდება. ,,ამასთან, გაეროს ფორმატში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებს მონაწილეობის მიღების უფლებას არ აძლევენ. აქედან გამომდინარე, რუსეთის საგარეო უწყება მიიჩნევს, რომ ჟენევის მოლაპრაკებების 24-ე რაუნდის შედეგები იმედგაცრუებას და შეშფოთებას იწვევს, ამ მნიშვნელოვანი ფორუმის პერსპექტივებთან დაკავშირებით,”-ნათქვამია განცხადებაში. ჟენევის მოლაპარაკებების 24-ე რაუნდი, 25-26 ივნისს გაიმართა.
XS
SM
MD
LG