Accessibility links

ირანი გააგრძელებს ურანის გამდიდრებას


ირანის ბირთვული ენერგეტიკის უწყების ხელმძღვენელმა, ფერეიდუნ აბასი-დავანიმ განაცხადა, რომ თეირანი გააგრძელებს ურანის გამდიდრებას დასახული მიზნებით განსახორციელებლად. ეს აბასი-ბავანიმ განაცხადა რუსეთში, პეტერბურგში, ბირთვული ენერგეტიკისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე. აბასი-დავანიმ თქვა, რომ ფორდოუს მიწისქვეშა სადგურზე გამდიდრების სამუშაო გააგრძელდება. მიმომხილველები თვლიან, რომ მიუხედავად 14 ივნისს, ირანის პრეზიდეტად, ზომიერ პოლიტიკოსად მიჩნეული, ჰასან როჰანის არჩევისა, ამ კურსს ირანი არ შეცვლის. გაეროს არაერთი რეზოლუცია მოითხოვს, რომ ირანმა შეწყვიტოს ურანის გამდიდრება.
XS
SM
MD
LG