Accessibility links

logo-print

რომში კათოლიკური ეკლესიის მაღალი რანგის სასულიერო პირი დააპატიმრეს


კათოლიკური ეკლესიის მაღალი რანგის სასულიერო პირი 26 მილიონი დოლარის ოდენობის ნაღდი ფულის იტალიაში უკანონოდ შეტანის მომზადების ბრალდებით, რომში დააკავეს. ნუნციო სკარანო, მღვდელია, რომელიც ბუღჰალტრად მუშაობდა ვატიკანის საფინანსო განყოფილებაში. ის რომში საპატიმროში მოათავსეს. პროკურატურის თანახმად, 61 წლის სასულიერო პირს, თავის მშობლიურ ქალაქ სალერნოში, გემთმშენებელთა ოჯახმა თხოვა, მოეფიქრებინა, მთლიანობაში 52 მილიონი დოლარის, დეკლარირების და საბაჟო სამსახურის გვერდის ავლით ქვეყანაში შეტანის გზა. თვლიან, რომ ეს დაპატიმრება საქმეს გაურთულებს რომის პაპს ფრანჩესკოს, რომელმაც მარტში არჩევის შემდეგ სათავე დაუდო გამოძიებას ვატიკანის სკანდალური ბანკის გამო.
XS
SM
MD
LG