Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში სლოვაკეთის რამდენიმე მოქალაქე დააკავეს


სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს ცნობას ირანში სლოვაკეთის რამდენიმე მოქალაქის დაკავების შესახებ. ამასთან, სამინისტროს პრესმდივანმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნა, რომ თეირანში მყოფ სლოვაკ დიპლომატებს კონტაქტი აქვთ როგორც დაკავებულებთა , ისე ირანელ ოფიციალურ პირებთან. მანამდე სლოვაკეთის მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ ირანში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს ხუთი, ან ექვსი სლოვაკი - დელტაპლანის კლუბის წევრები, რომლებსაც ირანში ფოტოსურათების გადაღების გამო ედავებიან.
XS
SM
MD
LG