Accessibility links

logo-print

მანდელას მდგომარეობა, ყოფილი მეუღლის თქმით, შედარებით გაუმჯობესდა


ნელსონ მანდელას ყოფილმა მეუღლემ, ვინი მადიკიზელა მანდელამ პარასკევს განაცხადა, რომ მანდელას მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა, თუმცა მაინც მძიმე რჩება. სამხრეთ აფრიკის ყოფილი პრეზიდენტი, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი თითქმის სამი კვირის წინ მოათავსეს საავადმყოფოში, ფილტვების ინფექციის დიაგნოზით. ხუთშაბათს ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ პაციენტის მდგომარეობა „კრიტიკული, მაგრამ სტაბილურია“. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ პარასკევს, სამხრეთ აფრიკაში ვიზიტისას განაცხადა, რომ არ სურს მანდელას შეწუხება, მასთან ერთად სურათზე „პოზირებისათვის“.
XS
SM
MD
LG