Accessibility links

ევროკავშირი დათანხმდა სერბიასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებას


ევროკავშირი მზად არის სერბიასთან გაწევრიანების საკითხზე მოსალაპარაკებლად. ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რუმპემ ევროკავშირის ამ გადაწყვეტილების შესახებ ცნობა სოციალურ ქსელ "ტვიტერით" გაავრცელა, ბრიუსელში ევროკავშირის სამიტში მონაწილეობისას. ბელგრადი არაუგვიანეს 2014 წლის იანვრისა დაიწყებს მოლაპარაკებას ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე. ბრიუსელის ეს გადაწყვეტილება შეესაბამება სერბიის პროგრესს კოსოვოსთან ურთიერთობის ნორმალიზების მიმართულებით, მხარეებს შორის მრავალწლიანი კონფლიქტის შემდეგ. ევროკავშირმა ასევე გადაწყვიტა, დაიწყოს კოსოვოსთან მოლაპარაკება სტაბილიზაციისა და ასოცირების შეთანხმებაზე, რაც პირველი ნაბიჯია ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით.
XS
SM
MD
LG