Accessibility links

logo-print

ეგვიპტეში არეულობისას აშშ-ის მოქალაქე დაიღუპა


ეგვიპტიდან იუწყებიან, რომ ქალაქ ალექსანდრიაში არეულობისას აშშ-ის მოქალაქე დაიღუპა. ცნობებში მას მოიხსენიებენ ახალგაზრდა კაცად, რომელიც სასიკვდილოდ დაიჭრა პრეზიდენტ მუჰამად მურსის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის შეტაკებისას. ალექსანდრიასა და სხვა ქალაქებში გამართული საპროტესტო აქციები წინ უსწრებს ოპოზიციის კვირისთვის დაგეგმილ დემონსტრაციებს. დედაქალაქ კაიროში პრეზიდენტ მუჰამად მურსის მომხრეები ერთ-ერთი მეჩეთის გარშემო შეიკრიბნენ, ხოლო ოპოზიციის აქტივისტებმა თავი მოიყარეს რამდენიმე ადგილას, მათ შორის ტაჰრირის მოედანზე. მურსის მომხრეებსა და ოპონენტებს შორის ბოლო დღეების დაპირისპირებამ რამდენიმე ადამიანი შეიწირა. კვირას, როცა პრეზიდენტის მურსის ინაუგურაციის წლისთავი შესრულდება, ოპოზიცია მისის გადადგომის მოთხოვნას აპირებს.
XS
SM
MD
LG