Accessibility links

სამხრეთ კორეაში პოლიციამ აღკვეთა ჩრდილო კორეის წინააღმდეგ მიმართული აქცია


სამხრეთ კორეაში პოლიციამ სამოქალაქო აქტივისტებს უფლება არ მისცა, ჩრდილოეთ კორეის მიმართულებით გაეშვათ საჰაერო ბუშტები პროკლამაციებით. ორასი ათასი პროკლამაცია შეიცავდა კრიტიკულ გამონათქვამებს ჩრდილოთ კორეის ხელმძღვანელობის მისამართით. კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლება დაიმუქრა, რომ ამ აქციის გამართვას ფხენიანის მხრიდან ძლიერი პასუხი მოჰყვება. ჩრდილოეთ კორეის ხელმძღვანელობა დაიმუქრა, რომ ცეცხლს გაუხსნის იმ მოედნებს, საიდანაც აპირებდნენ საჰაერო ბუშტების გაშვებას სამხრეთკორეელები. სამხრეთ კორეელ სამოქალაქო აქტივისტებს უკვე არაერთხელ გაუგზავნიათ საზღვრის გადაღმა ჩრდილოეთის მიმართულებით ბუშტები პროკლამაციებით, რომლებიც ჩრდილოეთ კორეის დიქტატორული რეჟიმის მიმართ კრიტიკას შეიცავდა.
XS
SM
MD
LG