Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა: მანდელამ მთელი მსოფლიო შთააგონა


სამხრეთ აფრიკის ყოფილმა პრეზიდენტმა ნელსონ მანდელამ რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ და თავისუფლებისთვის ბრძოლით მთელი მსოფლიო შთააგონა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა შაბათს პრეტორიაში, სადაც გაიმართა მისი და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ჯეიკობ ზუმას ერთობლივი პრესკონფერენცია. 94 წლის მანდელა საავადმყოფოში იმყოფება მძიმე მდგომარეობაში. ობამამ ამავე დროს შეშფოთება გამოხატა ეგვიპტეში შეტაკებების გამო. მან მოუწოდა ეგვიპტის პრეზიდენტ მოჰამედ მორსის, კონსტრუქციული დიალოგი აწარმოოს ოპოზიციასთან, რათა ქვეყანაში ბოლო მოეღოს კრიზისს.
XS
SM
MD
LG