Accessibility links

logo-print

პეტერბურგში პოლიციამ 58 ადამიანი დააკავა სექსუალური უმცირესობების აქციის დროს


შაბათს პეტერბურგში პოლიციამ 58 ადამიანი დააკავა აქციის მსვლელობისას, რომელიც სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვისკენ იყო მიმართული. დაკავებულთა შორის არიან როგორ მიტინგის მონაწილენი, ისე მისი მოწინააღმდეგეები. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პეტერბურგის მთავარი განყოფილების წარმომადგენელმა განაცხადა, დაკავებულთა უდიდესი ნაწილის მიმართ შედგენილია ოქმები პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისა და საჯარო აქციების ჩატარების წესების დარღვევის ბრალდებით. როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იტყობინება, მანამდე მარსის მოედანზე შეიკრიბა სექსუალური უმცირესობების უფლებების დამცველი ათობით აქტივისტი და ასზე მეტი მათი ოპონენტი. დემონსტრანტებს ეჭირათ პლაკატები, რომლებიც შეიცავდა არასრულწლოვანთა შორის გეიპროპაგანდის ამკრძალავი კანონის კრიტიკას. მოწინააღმდეგეებმა კი მათ ქვები და კვერცხები დაუშინეს. აქცია შეწყვეტილ იქნა ქალაქის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, რომელმაც მიიჩნია, რომ ღონისძიება არღვევს ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის წინააღმდეგ კანონს.
XS
SM
MD
LG