Accessibility links

logo-print

კარზაი: მის სასახლეზე თავდასხმა ხელს ვერ შეუშლის მის სამშვიდობო ძალისხმევას


ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ განაცხადა, რომ ქაბულში საპრეზიდენტო სასახლეზე ახლახან მოწყობილი თავდასხმა ხელს ვერ შეუშლის მის ძალისხმევას, რომელიც ქვეყანაში მშვიდობის დამყარებისკენაა მიმართული. შაბათს სიტყვით გამოსვლაში კარზაიმ კვლავ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი ადმინისტრაცია მხარს უჭერს ქვეყანაში სამშვიდობო პროცესს, რომელიც თალიბებთან მოლაპარაკებების გამართვას ითვალისწინებს. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა, რომელიც შაბათს ჩავიდა ავღანეთში მოულოდენლი ვიზიტით, ასევე დაუჭირა მხარი ავღანეთის ყველა დაჯგუფებას შორის დაზავების მცდელობას.
XS
SM
MD
LG