Accessibility links

ზესტაფონში მინიქარხანა აფეთქდა


დღეს, დილით, ზესტაფონის სოფელ არაღვეთაში მანგანუმის გადამამუშავებელ მინი ფეროქარხანაში აფეთქება მოხდა. „მედიანიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის რაგიონული სამმართველოდან აცნობეს, რომ შემთხვევევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა დაზიანდა ქარხნის შენობა.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და კონკრეტულად რა გახდა აფეთქების მიზეზი, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე გახდება ცნობილი.
XS
SM
MD
LG