Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტეში დედაქალაქში პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ


ეგვიპტის მთავრობის ოთხი წევრი, მინისტრები, გადადგნენ მასობრივი გამოსვლების მეორე დღეს. ტურიზმის, გარემოს დაცვის, კომუნიკაციების და იურიდიულ საკითხთა მინისტრებმა თავიანთი განცხადებები გადასცეს პრემიერ-მინისტრს. ეგვიპტეში, პრეზიდენტად მოჰამედ მურსის არჩევიდან ერთი წლისთავზე, ასეულათასობით დემონსტრანტი გავიდა ქუჩებში ანტისამთავრობო დემონსტრაციების გასამართად. კაიროში, ტაჰრისის მოედანზე შეკრებილებმა მოითხოვეს მოჰამედ მურსის გადადგომა, ასევე ვადამდელი არჩევნები. ისინი გაჰყვიროდნენ ლოზუნგს: “მურსი იგივე მუბარაქია“! ქალაქის სხვა უბანში, პრეზიდენტის სასახლესთან, მურსის მომხრეებმა გამართეს გამოსვლა. მოწინააღმდეგეები მურსის ეკონომიკური პრობლემების გადაუჭრელობაში, ასევე მოქალაქეების უსაფრთხოების დაუცველობაში ადანაშაულებენ. მმართველმა მუსლიმთა საძმომ განაცხადა, რომ მათ შტაბბინას თავს დაესხნენ, ქვები და აალებადი სითხით სავსე ბოთლები ესროლეს შენობას. მურსის მოწინააღმდეგეთა თანახმად, 22 მილიონი ხელმოწერა შეაგროვეს მოთხოვნით, რომ მურსი გადადგეს. მურსიმ განაცხადა, რომ გადაგომას არ აპირებს. ბოლო ერთ კვირაში, ძალადობას ეგვიპტეში რვა ადამიანი, მათ შორის ერთი ამერიკელი ემსხვერპლა.
XS
SM
MD
LG