Accessibility links

„შპიგელი“: აშშ-ის უსაფრთხოების სამსახური ევროკავშირის უწყებებს უთვალთვალებდა


ევროკავშირის წარმომადგენლობები ბრიუსელში, ვაშინგტონსა და ნიუ იორკში, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის თვალთვალის ობიექტები იყვნენ, იტყობინება გერმანიაში გამომავალი ჟურნალი „შპიგელი“. გამოცემის თანახმად, მას, ამ უწყების ყოფილმა კონტრაქტორმა, ედვარდ სნოუდენმა, რომელსაც ამერკიაში ჯაშუშობაში სდებენ ბრალს, მიაწოდა საიდუმლო დოკემენტი. 2010 წლით დათარიღებული დოკუმენტის თანახმად, აშშ-ის სადუმლო სამსახურები ევროპელი მოხელეების ოფისებში ამონტაჟებდნენ მოსასმენ მოწყობილობებს, ასევე საშუალობა ჰქონდათ გაცნობოდნენ მათ ფოსტას და ოფიციალურ დოკუმენტებს. ევროპარლამენტის თავმჯდომარემ, მარტინ შულცმა, წერილობით კომენტარში განაცხადა, რომ ინფორმაციამ მას შოკი მოჰგვარა. მისი თქმით, თუ ეს ცნობები დადასტურდა, ევროკავშირსა და აშშ-ს შორის ურთიერთობისთვის მას „სეროზული შედეგი“ მოჰყვება. ევარდ სნოუდენი, რომელმაც აშშ-ის საიდუმლო სამსახურების მასალები გმოაქვეყნა, ერთი კვირაა რაც რუსეთის დედაქალაქის „შერემეტიევოს“ აეროპორტის სატრანზიტო ზონაში იმყოფება.
XS
SM
MD
LG