Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერიის მაღალჩინოსნებს ორ თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ


სააგენტო "მედიანიუსის" ცნობით, თბილისის მერიის მაღალჩინოსნებს რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღმკვეთ ღონისძიებად წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდათ. რუსთავის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა მერიის ხუთ მაღალჩინოსანს შეუფარდა. მათ ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხის მითვისება-გაფლანგვა. აღნიშნული დანაშაული 7-11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აღნიშნულ საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესი 23 აგვისტოს ჩაინიშნა. მანამდე, დღესვე, გავრცელდა ცნობა, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლომ თბილისის მერიის დაკავებული თანამშრომლები სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. როგორც მოსამართლე მადონა მაისურაძემ განმარტა სხდომაწზე შესვგების გამოცხადების წინ, აღნიშნული პირების დაკავების პროცედურა მთელი რიგი დარღვევების ფონზე განხორციელდა, რის გამოც სასამართლომ მათი გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. რუსთავის რაიონულ სასამართლოში თბილისის მერიის თანამშრომელთა საქმის განხილვასთან დაკავაშირებით განმარტება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნათია სუხიაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, ვინაიდან დაკავებულები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ ფინანსთა სამინისტროს თბილისის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლთა მიმართ, მაღალჩინოსანთა დაკავების საქმე რუსთავის საგამოძიებო სამსახურს გადაეცა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისება-გაფლანგვის ბრალდებით თბილისის მერის მოადგილე დავით ალავიძე, თბილისის განვითარების ფონდის თავმჯდომარე დავით ავალიანი, თბილისის მერიის შესყიდვების სამსახურის უფროსი ალექსი თაბუაშვილი, მთაწმინდა-კრწანისის გამგებლის მოადგილე დიმიტრი ჩხეიძე 28 ივნისს დააკავა.
XS
SM
MD
LG