Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრეზიდენტმა კანონპროექტები დაამტკიცა


რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, ხელი მოაწერა და დაამტკიცა დუმის მიერ შემუშავებული კანონები. ერთი ეხება მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყობის, მეორე კი ბავშვებს შორის ჰომოსექსუალური პროპაგანდის აკრძალვას. რელიგიური გრძნობებს შეურაცხყოფა ჯარიმის გარდა ითვალისწინებს სამ წლამდე პატიმრობასაც. არასრულწლოვანთა შორის არატრადიციული სექსუალური ურთიერთობის პროპაგანდა ჯარიმას ითვალისწინებს. დღესვე პუტინმა დაამტკიცა კანონი, რომელიც უკანონო საფინანსო ოპერაციებთან ბრძოლას მოემსახურება. საგადასახადო სამსახურს უფლება მიეცემა ფიზიკური პირების საბანკო ანგარიშები შეამოწმოს.
XS
SM
MD
LG