Accessibility links

ბაღდადში ფეხბურთის მოედანზე აფეთქებამ ცხრა ადამიანი, მათ შორის, ყმაწვილები დახოცა


ბაღდადში, ფეხბურთის მოედანზე განხორციელებულმა თავდასხმამ დახოცა სულ მცირე ცხრა ადამიანი, უმეტესობა ყმაწვილები. თავდასხმა ნარავანის უბანში მოხდა, ბაღდადის სამხრეთში. დაშავებულთა რიცხვი 20-ია. კვირას თავდასხმები მოხდა მოსულში, დაურში, შარგატში და ჰილაში, სადაც ექვსი ადამიანი მოკლეს. ივნისის განმავლობაში, ერაყში 400 ადამიანი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG